გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე: ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს, თუ მისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო

27-06-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე.


ანალიტიკოსის შეფასებით, ეს რეზოლუცია ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს.


„პირდაპირ ვთქვათ, ეს რეზოლუცია ევროსტრუქტურების ადრე გამოქვეყნებულ დასკვნებთან ერთად, არის სამზადისი იმისათვის, რომ დასავლეთმა ეს არჩევნები არ აღიაროს, თუ მისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო. თუმცა, არსებობს ამის ანტიდოტიც, და ყველამ ვიცით რაც არის!,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.