გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

27-06-2024

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა ხელისუფლებას ვალდებულება, რომ მუდმივად იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული დიასპორის გასაძლიერებლად, სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 
 
„მოგესალმებით დიასპორის წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულად ძვირფასია ქართული სახელმწიფოსთვის. თითოეული თქვენგანი არის საქართველოს ერთგვარი ელჩი, რომელსაც საქართველოს სახელი გააქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ცნობილია, უამრავ ქართველს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურის, ეკონომიკის, მეცნიერების, სპორტის და სხვა სფეროებში.
 
ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა სახელმწიფოს და ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ვალია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა ხელისუფლებას ვალდებულება, რომ მუდმივად იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე.
 
ქართული დიასპორის გასაძლიერებლად, სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. არა მხოლოდ ქართული დიასპორის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარებითაც სარგებლობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამები, რომლებიც დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სამაგალითო, წარმატებულ ნიმუშად იქცა,"- აღნიშნა პრემიერმა.
 
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები, რომელთა დიდი ნაწილიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები არიან, საუკეთესო მაგალითს აჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში.
 
პრემიერმა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც ქვეყანას აჩუქეს. 
 
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში.


მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიამაყის განცდა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა და მადლობა მათ ამ ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, რომელიც მათ გუშინ აჩუქეს თითოეულ ქართველს,"- განაცხადა პრემიერმა.