გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე - არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ოპოზიციის ჭარბი ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში

28-06-2024

ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაშ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მეოთხე უმნიშნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართლებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი იყო ასოცირების შესახებ შეთანხმება, შემდეგ - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს საანგარიშო წელი გამორჩეული იყო ამ კუთხითაც.


„რაც შეეხება კანონს, სამწუხაროდ, ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი რეალურად წარსულია. რეალურად, ამ კანონით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ვფიქრობ, ურთიერთბები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით< ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ჰქონდათ ჭარბი ნეგატიური მოლოდინები ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა. რეალურად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.