გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

28-06-2024

თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც.


„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე - ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.