გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

28-06-2024

ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს შეეხებოდა. 
 
პრემიერის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს. 
 
„ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამოსავალი წერტილი. თუმცა რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,"- განაცხადა პრემიერმა.