გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკისრება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა

28-06-2024

სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკისრება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე,  მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ რაიმე გამოსაძიებელია, ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმეა.


„გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკისრება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.