გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა 4 მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიიღო

28-06-2024

ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს სწორედ საქართველო იქნება მზად.


„ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა 4 მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ მიიღო სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული, უამრავი სირთულით აღსავსე, ჩვენ მოვახერხეთ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან კონკრეტული და ხელშესახები  ნაბიჯები", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.