გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მაგონებს - ჩვენი ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე

28-06-2024

„ავტორიტეტებით გვაშინებდნენ: აქეთ ევროსაბჭო თუ ვენეციის კომისია, იქით - ჩეხეთი თუ პორტუგალია“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, „მავნებლებს“ ქვეყნის წარმატების ისევე არ სჯეროდათ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ავტორიტეტებით მუქარის მიუხედავად საქართველომ ორივე შემთხვევაში წარმატებას მიაღწია.


ანალიტიკოსის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატება ჰგავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიღწევებს. ქართველიშვილის თქმით, ქვეყანა ლიდერობს, როგორც ევროპული ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კვლევებში, ასევე ევროპის ჩემპიონატზეც და საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონატის ბომბარდირი ქართველი სპორტსმენები არიან.


„საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მაგონებს - ჩვენი ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე. ერთეულებს სჯეროდა ჩვენი გასვლა ფინალურ სტადიაში, ადგილობრივი მავნებლები დარწმუნებულები იყვნენ, სტატუსს რომ არ მოგვანიჭებდნენ - ვერ მივართვით ვერც ერთი, ვერც მეორე.


ავტორიტეტებით გვაშინებდნენ: აქეთ ევროსაბჭო თუ ვენეციის კომისია, იქეთ - ჩეხეთი თუ პორტუგალია. ვერ მიაღწიეს თავისას - საკუთარი სახე შევინარჩუნეთ და არ დავმარცხდით. ძალიანაც უნდოდათ, საფეხბურთო მოედანზეც გაევრცელებინათ ეს თავისი საყვარელი სისულელე, რომ უკრაინას ჩამოვრჩებით და უნდა დავეწიოთ - აქაც კი, ნურას უკაცრავად. როგორ ბედავთ, აღშფოთებულად შფოთავენ "ბორელ ფონ დერ ლაიენები" - "ჯგუფში ჩაგტოვებთ", "VAR-ს თქვენს აქამდე გატანილ ბურთებს გავაუქმებინებთ", ევროპაში შესვლას შეგიჩერებთ. ჩვენ კი, შევდივართ ევროპაში, გერმანიის სტადიონებსაც ვავსებთ და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები და ბომბარდირი - ქართველები არიან. როგორც პოლიტიკა/ეკონომიკაში - ევროპელების მიერ შემუშავებული რეიტინგ/ინდიკაციებით, ბევრ ევროპელთან შედარებით უფრო მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებით, ასევე ვიქცევით ევროპულ ფეხბურთშიც - მიუხედავად VIP-ტრიბუნებზე მყოფი თარსი ალქაჯი-შამანისა, ჩვენი ღირსებით, ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებთ და ვიგებთ, ქვეყნის ადგილობრივი თუ გარე მტრების გაგიჟების მიუხედავად. და ეს ყველაფერი - უფლის სახელითა და მისი უზენაესი ნებით ხდება!“- წერს ქართველიშვილი.