გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

onmanorama: გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქართულ გუნდს 10 მილიონ დოლარს შესწირავს

28-06-2024

საქართველოს საფეხბურო ნაკრების ისტორიული გამარჯვების ფონზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის გადაცემული თანხის შესახებ გამოცემა onmanorama წერს. 


როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვების შემდეგ, 10 მილიონი დოლარი (30 მილიონი ლარი) შესწირა. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 4,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ქველმოქმედების სახით, ეროვნულ ნაკრებს, დამატებით, 30 მილიონ ლარს გადაურიცხავს, თუ საქართველოს ნაკრები კვირას ესპანეთს დაამარცხებს.