გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თსუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით იასპარეზეს

28-06-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მორიგ ჯერზე წარმატებით იასპარეზა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 47-ე საერთაშორისო რაუნდებში.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


მათივე ცნობით, თსუ საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ ონიანმა, ანანო ნაჭყებიამ, დემეტრე დიასამიძემ და ელენე-ეკატერინე დვალიძემ. გუნდის მწვრთნელი იყო საერთაშორისო სამართლის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტი - ალექსანდრე პატარაია.


„ჯამური შეფასებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მოსარჩელეებმა ჯამური შეფასებით, საერთაშორისო რაუნდებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, საპრიზო მე-3 ადგილი, ხოლო წერილობითი პოზიციებით როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხეებმა - მე-5 ადგილი დაიკავეს. გუნდის წევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და საუკეთესო სპიკერთა შორის მოხვდნენ.


წლევანდელი შედეგები განსაკუთრებულად დასაფასებელია იმ გამოწვევის გამო, რომლის წინაშეც გუნდი შეჯიბრამდე რამდენიმე დღით ადრე დადგა: გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე და მისი ჩანაცვლება ახალი წევრით ექსტრემალურ პირობებში მოხდა. მაგრამ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, გუნდი ღირსეულად წარსდგა ასპარეზობაზე და წარმატებით გაართვა თავი სირთულეებს!


ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო-სამართლებრივ შეჯიბრს წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გუნდები და განიხილავენ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებს. წლევანდელი საქმე ფარავდა საკითხთა ფართო წრეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ-ის) წინაშე დროებითი ღონისძიებების მოთხოვნიდან დაწყებული, ICJ-ის იურისდიქციის, საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამართლის ჩათვლით.


წლევანდელ საერთაშორისო რაუნდებში ევროპის 27 წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა. თსუ-ის გუნდი დაუპირისპირდა გუნდებს საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.