გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის, 30 ივნისს მინდა, ჩვენს ნაკრებს ვუსურვო მორიგი გამარჯვება

28-06-2024

სპორტის პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს უნიკალური, უპრეცედენტო მიღწევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში, პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.


„ფეხბურთთან დაკავშირებით ყველა ვიცით, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ამ საანგარიშო პერიოდში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხვდა მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის, რაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ. ჩვენმა რაგბისტებმა პირველად გაიმარჯვეს „6 ერის" გუნდებთან დაამარცხეს იტალიისა და უელსის ძალიან ძლიერი ნაკრებები. წყალბურთელები გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის და გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ესეც არის ძალიან დიდი წარმატება. მადლობა წყალბურთელებს ამისათვის. ჩვენი ხელბურთელებიც პირველად 30 წლის თავზე, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვეს პირველი ისტორიული გამარჯვება და მადლობა მათ ამისათვის. ჩვენ რეალურად ვიბრუნებთ სიამაყის განცდას, რომელიც ჯერ 90-იან წლებში დავკარგეთ და შემდეგ დავკარგეთ 2000-იანი წლების დასაწყისში. დღეს სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ქართველ ხალხს უბრუნებს სიამაყის განცდას. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე სიარულს და კიდევ უფრო გაიზრდება ის სიამაყის განცდა, რომელიც თითოეულ ქართველს სამართლიანად უნდა ეუფლებოდეს. მე მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის.


30 ივნისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ყველაფერი არის შესაძლებელი და ჩვენს საფეხბურთო ნაკრების მინდა, ვუსურვო მორიგი გამარჯვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.