გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა

28-06-2024

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ყველა, ექვსივე გვირაბის მშენებლობა.  


„განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი. მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა სარკინიგზო გადაზიდვები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.