გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდის მეოთხე სკოლაში სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

19-10-2018

მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სექტემბრის თვის თანხა 15 ოქტომბერს უნდა დარიცხვოდათ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

"უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხელფასი არ დარიცხეს დროულად. ერთხელ ეს ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ მოხდა. ახლა ისევ ანალოგიური პრობლემა გვაქვს. დამქირავებელი ჩინური კომპანიაა, რომელმაც ჩინელების ჯგუფს დაურიცხა ხელფასი და ჩვენ არა", - აცხადებენ მუშები.

ისინი ამბობენ, რომ ჩინური კომპანიის თანამშრომლებს ობიექტზე მანამ არ შეუშვებენ, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ. მუშების ნაწილი აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მესამე დღეა, არ მუშაობს.

ადგილზე საპროექტო ზედამხედველობის კომპანიის " რომკატელის" წარმომადგენელი ზვიად ჭანტურია იმყოფება. როგორც ჟურნალისტებს მან უთხრა, კომპანიის წარმომადგენლები ხელფასის გაუცემლობის მიზეზად ხარჯთაღრიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.



radioatinati.ge