29 ივნისს, ქუთაისში, ცნობილი ქუთაისელი ხელოვანის რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის რეზო გაბრიაძის დაბადების დღე აღინიშნება
28-06-2024
29 ივნისს, ქუთაისში, „რეგიონული ტურიზმის განვითარების ცენტრისა" და „ნიკო ნიკოლაძის კლუბის" ორგანიზებით, თეთრი ხიდისა და ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის ტერიტორიაზე აღინიშნება ცნობილი ქუთაისელი ხელოვანის რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის რეზო გაბრიაძის დაბადების დღე.
ღონისძიების მიზანია, ქუთაისის საამაყო პიროვნების, რეზო გაბრიაძის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციად ქცევა. მისი სახელისა და შემოქმედების პოპულარიზება ახალი თაობასა და ქუთაისის სტუმრებს შორის. ქალაქის მოსახლეობის ჩართვა ქუთაისისთვის ძვირფასი კოლორიტის სახელის უკვდავყოფაში.
მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის ტრადიციად ქცეული ივენთები (ფესტივალები, ვორქშოპები, წარმოდგენები) გავლენას ახდენს ქალაქის პოპულარიზაციაზე, ეკონომიკასა და კულტურულ ცხოვრებაზე.
პროგრამა:
- 10:00 საათიდან, გაბრიაძის კინო-პერსონაჟებით დასტიკერებული ავტომობილი, გია ყანჩელის უკვდავი მელოდიების ფონზე დაიძვრება თანამედროვე „აგული"-ს სახელოსნოდან თეთრი ხიდის მიმართულებით.
- 11:00 საათისთვის „არაჩვეულებრივი გამოფენის" გახსნა, ხიდის მიმდებარედ, სკვერის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მხატვრების, ხელოსნების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
- დღის მანძილზე კოსტიუმირებული პერფორმანსი, კადრებად გაცოცხლებული სცენები რ. გაბრიაძის ფილმებიდან. მაგ. (მშობლიური 8 ნომერი, კიტრი-პომიდვრით მოლხენა, პიკასოს ბიჭის სცენა აგულის და შავლეგის მონაწილეობით და სხვა.)
- 19:00 საათიდან, იმპროვიზებული შოუ - შლაპებით მსვლელობა, თეთრი ხიდის მიმდებარედ.
სპეციალურად გამოყოფილ ღია სივრცეში, პუფებზე გამაგრილებელი სასმლის თანხლებით, მაგ. (ლაღიძის წყლები), რეზო გაბრიაძის ნოველების, წერილების, ქუთაისზე მოგონებების კითხვა სტუმრების მონაწილეობით, ერთმანეთის მონაცვლეობით.
- ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზენტაცია - პროექტი ქალაქის უკვდავ ლეგენდებზე.
- ასევე, ქალაქის კოლორიტები მიერ რეზო გაბრიაძის გახსენება.
- გაცოცხლდება რეზოს გაბრიაძის მარიონეტების, სპექტაკლების და ფილმების კადრები.
- საღამოს დააგვირგვინებს ფილმის, „არაჩვეულებრივი გამოფენა" რეტროსპექტივა დიდ ეკრანზე.