გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, რომ თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც

28-06-2024

დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან.


„გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი როგორიც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია.


ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, მთლიანად მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლაში.


მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული, იმისთვის, რომ მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენ დიასპორასა და სამშობლოს შორის. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.