გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

28-06-2024

მომდევნო ოთხი წლის  განმავლობაში სპორტის განვითარებას, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ სულ მცირე თითოეულ მუნიციპალურ ცენტრში იყოს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურა.  


„სპორტთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, გამომრჩა ერთი კონკრეტული ღონისძიების ხსენება, რომელიც გაიმართება მომავალ წელს საქართველოში, ეს არის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, რისთვისაც აქტიურად წარიმართება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. საქართველო უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ამასაც ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვდება.  


სპორტთან დაკავშირებით ასევე ვიტყვი, რომ ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს სპორტის განვითარება ზოგადად და მასობრივი სპორტის განვითარება. არის ძალიან დიდი მოთხოვნა დღეს საზოგადოებაში ამ კუთხით, არის ბავშვები ძალიან დიდი მოთხოვნა. თითქმის ყველა ბავშვს უნდა ფეხბურთზე, კალათბურთზე სპორტის სხვა სახეობებზე სიარული ინდივიდუალურ სახეობებზე სიარული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვუპასუხოთ ამ მოთხოვნას. ჩვენი ამოცანაა, დავნერგოთ სისტემური ამოცანა ამ მიმართულებით. ჩვენი საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ სულ მცირე თითოეულ მუნიციპალურ ცენტრში იყოს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსური სპორტული ინფრასტრუქტურა და ამ მიზანს თანმიმდევრულად შევასრულებთ. ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილი. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმ ტენდენციას, რომელიც ბუნებრივადაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ მომდევნო 4 წლის  განმავლობაში სპორტის განვითარებას, როგორც მასობრივი, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.  


ბატონი მიხეილ ყაველაშვილი საუბრობდა სპორტზე და მან მოიტანა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორი იყო ადრე მიდგომა და როგორი არის დღეს. სწორედ ამ მიდგომის ცვლილებამ გამოიწვია ქვეყანაში ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს სპორტის მიმართულებით. რაც შეეხება სპორტის სტრატეგიას, სისტემური მიდგომის დანერგვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ მომდევნო ოთხწლიანი გეგმის ჩარჩოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.