გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: სწორედ თეონა აქუბარდია არის იმ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, აი, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე

28-06-2024

რუსეთის გავლენის ქვეშ მაშინ მოექცეოდა ეს ქვეყანა, მათი რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირები,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ თეონა აქუბარდია არის იმ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას.


„აი, მაშინ გენახათ თქვენ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე. ან, თუ გავითვალისწინებდით მათ დაჟინებულ რეკომენდაციას უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაშინ გენახათ რუსეთის გავლენა საქართველოში, მაშინ ახდებოდა ქალბატონი თეონას ოცნება საქართველოში რუსეთის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არის იმ ნაბიჯების ავტორი, რომელმაც გამოიწვია საქართველოში თავის დროზე რუსეთის გავლენის გაფართოება, მათ შორის ტერიტორიული წინსვლა. სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოახერხა რუსეთის ფედერაციამ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ასევე გახსოვთ მათ მიერ სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გაყიდვა რუსულ კომპანიებზე. ეს არის ქალბატონი თეონა აქუბარდიას პოლიტიკური პარტიის -კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მოღვაწეობის შედეგები. აქედან გამომდინარე, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს მის მესიჯებთან დაკავშირებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.