გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი

28-06-2024

ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები და მიზანშეწონილობა. 


„რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, ზვავების მართვის სისტემის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში - როგორც ცნობილია ჩემთვის, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად", - განაცხადა პრემიერმა.