გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: თანადაფინანსებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში განათლების ასამაღლებლად, მისაღებად

28-06-2024

ყოველწლიურად მიემგზავრებიან ქართველი სტუდენტები ჩინეთში განათლების მისაღებად ან  ასამაღლებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


პრემიერმა ჩინეთზე და  სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც თანადაფინანსებით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 20 ახალგაზრდა მიემგზავრება ჩინეთში განათლების ასამაღლებლად,  მისაღებად. 


„ასევე არის კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც დაახლოებით ასევე 20 სტუდენტს აფინანსებს ყოველწლიურად. ეს გრძელდება განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ 200-ზე მეტი სტუდენტია, რომელიც გაემგზავრა ჩინეთში განათლების მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ინტერესი არის საკმაოდ დიდი ამ თვალსაზრისით, ჩინეთში განათლების მიღების კუთხით და ამ ყველაფერ ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ", -  განაცხადა პრემიერმა.