გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი - ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის

28-06-2024

ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაური გამოთქვამს იმედს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი.
 
„ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც ამ პოსტის დაკავების შემდეგ მივიღე, ეს უკავშირდებოდა სწორედ გამჭვირვალობას. პირველივე დღიდან, 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება არის საჯარო, ქვეყნდება და ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით - ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში პირველ ადგილზე ვართ ჩვენ მსოფლიოში და ანალოგიური მონაცემები გვაქვს ყველა სხვა მიმართულებით.


ერთადერთი გაუმჭვირვალე სივრცე ჩვენს ქვეყანაში რჩებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის, რომ ეს სფეროც მოწესრიგდა და აქაც არის უზრუნველყოფილი გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, გაიგზავნა უკვე მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში. ეს არის ეუთო-ოდირი, მთავარი მისია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ისინი ჩამოვლენ გრძელვადიანი მისიით. ასევე მოწვევა გაგზავნილია ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ინსტიტუტიდან იქნება წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის.


რაც შეეხება დამკვირვებელთა მიუკერძოებლობას, ეს არის მინიმალური სტანდარტი. გახსოვთ, ამ კუთხით ჩვენ როდესაც გვქონდა კითხვები, კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ჩვენი შფოთვები გამართლდა. იყო კითხვები თავის დროზე ე.წ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, 2020 წლამდეც და სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. ანუ სადაც შეკითხვების არსებობის ობიექტური მიზეზები გვქონდა, ყველგან ჩვენი ეჭვები სამწუხაროდ, გამართლდა. აქ იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი. არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მაინც არის საზოგადოება. ქართული საზოგადოება დააკვირდება არჩევნებს. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცენდენტო კანონმდებლობის პირობებში. ჩვენი საარჩევნო ისტორიის მანძილზე პირველად დაინერგება ელექტრონული ხმის მიცემის და რეგისტრაციის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ყველა ხარვეზი საარჩევნო პროცესში. დანარჩენი, ყველას შეუძლია, ბუნებრივია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს", - განაცხადა პრემიერმა.