გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია

28-06-2024

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები  არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, მათ შორის, პოლიტიკური იდენტობის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია. 


„იქ მისული იყვნენ პირდაპირ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს მათ ხელწერას, თუმცა როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე არ გაუვათ არც ასეთი პროვოკაციები არც მომავალში", -  განაცხადა პრემიერმა.