გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: უახლოეს დღეებში, ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები

28-06-2024

უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე. მე მათ მინდა, ვუსურვო წარმატებები, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი მიიღოს ოლიმპიადაზე. 
 
"ოლიმპიადა იწყება ძალიან მალე და ჩვენს ოლიმპიელებს მინდა ვუსურვო წარმატებები, გამარჯვებები. გვყავს ალბათ ყველაზე კარგი გუნდი, ბოლო დროინდელი ისტორიის განმავლობაში და გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი წამოვიღოთ ამ ოლიმპიადიდან. თითოეულ ჩვენს სპორტსმენს მინდა, ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები და გამარჯვება ოლიმპიადაზე,"- აღნიშნა პრემიერმა.