გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდ

28-06-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას სიტყვით გამოვიდა.


მდინარაძე შეეხო პრემიერის მიერ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“, რაზეც ოპოზიციურმა ფლანგმა სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო და ირაკლი კობახიძის სიტყვების ინტერპრეტაცია სცადა რომ თითქოს, „ირაკლი კობახიძის აზრით ივანიშვილის 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისთვის ესპანეთთან მოგების შანსების „გამზრდელი“ სტიმული“.


მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ „ფეიკებს“ სჭირდება გამკლავება. მისივე განცხადებით, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ჩვენი ნამდვილი გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან.


„დღეს თქვენს წინაშე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა, მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“, შეიხედეთ სოციალურ ქსელში რა ამბავი ატეხეს. ანუ, კობახიძის აზრით 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისათვის ესპანეთთან მოგების შანსების გამზრდელი სტიმული. პრემიერის ეს სიტყვები, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ამაზე ააგეს სოციალურ ქსელში კამპანია. ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ ფეიკებს სჭირდება გამკლავება და მთავარია ჩვენ ვიყოთ მართლები. ამ სიმართლეში პარლამენტი რა თქმა უნდა, მთავრობის, პრემიერის და მინისტრების გვერდით იქნება და ჩვენი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაცია ერთ-ერთი გარდა მშვიდობისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, გარდა ჭეშმარიტად ევროპული ქრისტიანული გზისა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა, გარდა იმისა, რომ სასამართლო, სხვადასხვა სისტემები საქართველოში იყოს რეალურად დამოუკიდებელი იმიტომ არის, რომ დეზინფორმაცია არის ყველა მავნებლობის საწყისი. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ჩვენი ნამდვილი გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.