გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრეს-ტურს მასპინძლობს

29-06-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრეს-ტურს მასპინძლობს.


ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, მეცხრე არხის გადაცემა „საკუთარი აზრი"-ს წარმომადგენლები გადაიღებენ და დაამზადებენ გადაცემათა ციკლს საქართველოზე.


„გადაცემათა ციკლის შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველო ტურისტებისთვის.


საქართველოში ვიზიტის დროს, ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, ბორჯომს, გუდაურს, გორს, კახეთის რეგიონს, ქუთაისსა და ბათუმს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.