გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარე რიონზე ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

2-07-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


„სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მდინარე რიონზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 10 კილოგრამი თევზი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“ –აცხადებენ უწყებაში.