3-07-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საყრდენი კედელი გზის და მოსახლეობის შენობების დაცვის მიზნით ეწყობა.
პროექტს შპს “მშენ +“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.