გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

m&i-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა: ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&i Tbilisi 2024 ფორუმს

3-07-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მიმდინარეობას აფასებს „m&I”-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.


„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ „m&I”-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან „m&I”-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ მთელი ევროპიდან საქართველოში. ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს სასურველ მიმართულებად“,-აცხადებს „m&I”-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.


საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.


ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.