4-07-2024
გვარამიას პარტია „ახალის“ რეგიონალურმა კურატორმა ნოდარ ჩაჩანიძემ ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა 4 ივნისს, თანაპარტიელის მანუჩარ ჩაჩანიძის ქორწილში რესტორან „ბერმუხაში“ მოხდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნოდარ ჩაჩანიძე ორსულ მეუღლეს ნინო სუხიტაშვილს ურტყამდა ხელს თავის და სახის არეში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის შედეგად ორსულმა ქალმა დაზიანებები, მათ შორის თვალის არეში მიიღო.
თვითმხილველის თქმით, პარტია „ახალის“ წევრი აქ არ გაჩერებულა, ფიზიკურად დაუპირისპირდა და სცემა რესტორანში მყოფი სხვა პიროვნებაც.
ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რესტორანში ვითარების განსამუხტად და ჩაჩანიძის დასაწყნარებლად მისი ძმა გიორგი ჩაჩანიძე მივიდა, თუმცა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, გზაში ნოდარ ჩაჩანიძე საკუთარ ძმასაც ეჩხუბა, დაუმსხვრია მანქანის შუშები და გადახტა ავტომობილიდან.
როგორც წყარო გვიყვება, ნოდარ ჩაჩანიძის დაზარალებული მეუღლის აზრით ,პარტია „ახალის“ წევრის მსგავსი ქცევა ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანას“ ზემოქმედებამ გამოიწვია, რომელსაც ის აქტიურად მოიხმარს. მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო ოჯახში არაერთხელ მოსვლიათ კამათი. გარდა ამისა, წყაროს თქმით, დაზარალებულ ორსულ ქალს შემჩნეული ჰყავს უცნობი პიროვნება, რომელიც მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე ხესთან გარკვეულ საგანს, სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხოლო თავად ჩაჩანიძე შუადღის საათებში, უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს კორპუსის ეზოში.