გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში, გამოფენაში „Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილებენ

4-07-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ,,Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათი ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან შეხვედრას გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.


„გამოფენა „Seoul International Wine & Spirits Expo“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს, სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე მოხდა.


ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტისა და კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.


კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.