4-07-2024
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეხვედრების დროს სხვა საკითხებთან ერთად მოსახლეობის მოთხოვნა უბნებში გარე განათების მოწყობა იყო.
მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე სოფელ სამთავისის, იგოეთის, მრგვალი ჭალის, ლამისყანის, ყარაფილის და აღაიანის უბნებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.