გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

4-07-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის  (IADI) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ბაზრისთვის დეპოზიტების გარანტიის სქემის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უმნიშვნელოვანესი საყრდენია არა მხოლოდ ფინანსური სტრესის მართვისა და მეანაბრეების დაცვის, არამედ ბაზრის ნდობის აღდგენისთვის.

მისი განცხადებით, საქართველოში ბანკები საკმაოდ განვითარებულია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, შედეგად სისტემის ჯამური აქტივები საქართველოს წლიურ მშპ-ს აჭარბებს.

"სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და  ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს, აქვს ძლიერი მომგებიანობა და აქტივების კარგი ხარისხი. ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და განაგრძონ ფინანსური სერვისების მიწოდება", - დასძინა მან.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და რეზოლუციის ფუნქციაზე ისაუბრა, რაც სებ-ს საქართველოს რეზოლუციის ორგანოდ აქცევს და პასუხისმგებელს ხდის რეზოლუციის ჩარჩოს შემუშავებასა და ქვეყანაში მის ფუნქციონირებაზე.

"ჩვენი ჩარჩო დაფუძნებულია ევროპულ BRR დირექტივაზე, ძირითადად შეესაბამება მას და ამჟამად ვართ ევროკავშირის ჩარჩოსთან სრული შესაბამისობის გზაზე. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი ჩარჩოს გაძლიერებაზე, რადგან მისი როლი მომავალში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.