გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილმა ვილნიუსში ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

4-07-2024

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


კონფერენცია ლიეტუვას რესპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც იმსჯელეს სოციალურ სამართლიანობასა და სოციალურ უფლებებზე თანამედროვე გამოწვევების პრიზმიდან, ახალგაზრდების უფლებებზე, კლიმატის ცვლილებაზე, გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე, სოციალური ქარტიის მნიშვნელობაზე, მის განხორციელებასა და ეფექრიანობაზე, ასევე, ქარტიის სისტემის ღირებულებაზე, როგორც საშუალებაზე უპასუხოს/დაუპირისპირდეს სოციალური უფლებების ჩამოშლას და გააძლიეროს დემოკრატია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი მაღალი თანამდებობის პირებმა, როგორებიცაა: ლიეტუვას სოციალური და შრომის საკითხების მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ევროპული კომისიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


კონფერენციის ორგანიზატორი იყო ლიეტუვა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რითაც მან რეიკიავიკის სამიტის შედეგად წარმოშობილი მისია შეასრულა.