გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: ბევრია უფლებები, რომელიც კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაა

20-10-2018

„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია“,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა, კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და შშმ პირები მისი, როგორც პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ.


„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაც სჭირდებათ არამხოლოდ რამდენიმე პანდუსი იქა თუ აქ, არამედ ზრუნვა.


როგორც პრეზიდენტი და როგორც დედა, ვთვლი, რომ რაღაცაფორმით iსენი ჩემს მფარველობაში უნდა იყვნენ. ვაპირებ ჩართული ვიყო ყველა იმ საკითხში, რაც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ჯანდაცვის უფლებებს,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.