გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

GITA სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს

5-07-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იწყება პრეაქსელერატორის პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ წლის ნებისმიერ ადამიანს. პროგრამა 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.


პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.

პრეაქსელერატორის პროგრამა დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

  • იდეების გენერირება/დახვეწა
  • ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება
  • დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს, სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნესგეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, პროექტის განმავლობაში მენტორების დახმარებით, გუნდები იმუშავებენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რის შედეგადაც მონაწილეები მზად იქნებიან წარდგნენ დემო დღეზე. პროგრამის დასკვნით ნაწილში, თითოეული გუნდი შეძლებს მიიღოს კონსულტაციები GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით და გააკეთოს განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად.


პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: survey.zohopublic.com.


USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.