გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

m&i ფორუმი ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად-თამუნა ჩხეიძე

5-07-2024

„m&i Tbilisi  2024“ ფორუმში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო  პარაგრაფი თბილისის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.  

 

„მოხარულები ვართ რომ m&i-ის მასშტაბურ ფორუმი თბილისში ჩატარდა, საქართველომ პირველად უმასპინძლა ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“,-აცხადებს თამუნა ჩხეიძე.  

 

m&i-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი ფორუმის ფარგლებში საქართველოს  ევროპის ქვეყნებიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი ევროპიდან. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.


m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.