გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსმა სამხედროებმა სოფელ ახმაჯიდან ორი ქართველი გაიტაცეს

20-10-2018

რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ, სოფელ ახმაჯიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.


არსებული ინფორმაციით, გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.

გატაცებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამის მცხოვრებლები არიან.


როგორც ოჯახის წევრები და თანასოფლელები ყვებიან, დაახლოებით, დღის 12 საათზე გიორგი შამანაურმა ოჯახში დარეკა და გატაცების შესახებ აცნობა. ამ დროისთვის მისი მობილური ტელეფონი გათიშულია.


მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია.



rustavi2.ge