გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: ერთობლივი წვრთნების გაუქმება აშშ-ის მხრიდან ღალატს ნიშნავს, რომელიც მან საქართველოს წინაშე ჩაიდინა

6-07-2024

როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წვრთნების გადადებით „ქართული ოცნება“ დასავლეთს აშორებს საქართველოს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომელი პარტიის ძალისხმევით მოხდა საერთაშორისო სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ პირველად ჩატარება. ის პირველად 2015 წელს ჩატარდა, შემდეგ კი სისტემატური ხასიათი მიიღო.


გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სწავლების მიზანს მხოლოდ საქართველოს დახმარება არ წარმოადგენდა, არამედ ის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, როგორც საქართველოსთვის ასევე აშშ-სთვის, მისი გაუქმებით კი აშშ-მ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც თვითონ ზის..., - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადების თაობაზე.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ აშშ-მ გადაწყვეტილება სპონტანურად, ემოციურ ფონზე მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლების გადადების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.


მისივე თქმით, სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებას „ღირსეული პარტნიორის” გაუქმებასთან კავშირი არ აქვს, ის სომხეთში გასულ წელსაც ჩატარდა, ამ თემით სპეკულირება უადგილოა.


„ერთობლივი წვრთნების გაუქმება აშშ-ს მხრიდან ღალატს ნიშნავს, რომელიც მან საქართველოს წინაშე ჩაიდინა, ზოგადად მსგავსი წვრთნები, ორი (მრავალი) ქვეყნის ერთმანეთისადმი ერთგულებას და დამოკიდებულებას აჩვენებს, წვრთნების გაუქმება კი ცალსახად ღალატზე მიანიშნებს, ასევე გასათვალისწინებელია ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც როგორც საქმით დასტურდება აშშ-თვის შინაარსისგან დაცლილ ქაღალდს ნიშნავს და არაფერს აკეთებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის ცნება საქმით განმტკიცდეს. როგორც წესი საერთაშორისო სწავლების გაუქმება/გადადება, სწავლებამდე რამდენიმე დღით ადრე არ ხდება, რადგან მასში მონაწილე ქვეყნებს ანგარიში უნდა გაუწიო და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენო, აშშ-მ გადაწყვეტილება სპონტანურად, ემოციურ ფონზე მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლების გადადების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წვრთნების გადადებით „ქართული ოცნება“ დასავლეთს აშორებს საქართველოს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომელი პარტიის ძალისხმევით მოხდა საერთაშორისო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ პირველად ჩატარება. ის პირველად 2015 წელს ჩატარდა, შემდეგ კი სისტემატური ხასიათი მიიღო. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სწავლების მიზანს მხოლოდ საქართველოს დახმარება არ წარმოადგენდა, არამედ ის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, როგორც საქართველოსთვის ასევე აშშ-სთვის, მისი გაუქმებით კი აშშ-მ ის ტოტი მოჭრა რომელზეც თვითონ ზის... რაც შეეხება, სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებას, მას „ღირსეული პარტნიორის” გაუქმებასთან კავშირი არ აქვს, ის სომხეთში გასულ წელსაც ჩატარდა, ამ თემით სპეკულირება უადგილოა“, - წერს დავით ჩიხელიძე.