გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა

8-07-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა.

სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.


მათთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები.


საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ.