გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ 12 ათასი ჰა ფართობია დამუშავებული

8-07-2024

მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება. აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპისთვის 12 000 ჰა ფართობია დამუშავებული.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.


სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა - შემცირებულია.


იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.