გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ზალკალიანი: ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

9-07-2024

ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.


როგორც ელჩმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია უსაფრთხოების იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში და განსაკუთრებით საინტერესო შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა იქნება.


"ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის მნიშვნელოვანი გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას და ჩვენი მონაწილეობა კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა. ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია უსაფრთხოების იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში და განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ უაღრესად საინტერესო სამიტი იქნება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კვლავ თავის პარტნიორებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მოლოდინი აქვს, რომ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იქნება შეფასებული.


"მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად და დინამიკურად შეიცვალა მთლიანად რეგიონში, გლობალურად და განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ეს ახალი გარემოება კარნახობს ასევე სხვა ინტეგრაციულ პროცესებს. საქართველო ვერ განიხილება იზოლაციურად და მოწყვეტილად ამ პროცესებისგან და ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ჩვენი პროგრესი იქნება ადეკვატურად შეფასებული და სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს",- განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა.