გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯონი ჯანაშია: ჩემ კითხვებზე სალომე ზურაბიშვილისგან სათანადო პასუხები მივიღე

21-10-2018

ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ჯონი ჯანაშიას განცხადებით, მედიცინის მუშაკებთან შეხვედრაზეა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად გარკვევით ილაპარაკა თავის ადგილზე იმ ურთიერთობაში, რაც შეიძლება იყოს პაციენტსა და ექიმს შორის, საერთოდ ჯანდაცვის სისტემებს შორის და რა როლი შეიძლება იკისროს მან თავისთავზე.


"ამაზე მე მივიღე საკმაოდ გარკვეული პასუხები, გარკვეული პასუხი მივიღე იმ კითხვაზე, რომელიც უშუალოდ მე მქონდა და შეეხებოდა ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და ეს იყო ჩემთვის ის მისაღები პასუხი, რაც აინტერესებს მთელს მოსახლეობას და განსაკუთრებით კი, სამედიცინო სამყაროს.


რატომ ვუჭერ მე მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მიაქცევდით ალბათ ყურადღებას სხვა პრეზიდენტობის კანდიდატების ამ საარჩევნო მარათონს და ყველას აქვს აგებული ერთმანეთის გინებაზე, ლანძღვაზე დაშეურაცხყოფაზე, გარდა ქალბატონი სალომესი, რომელიც არის გაწონასწორებულის ეტალონი და ჩემთვის არის ის ადამიანი, რომლის პირადმა შემართებამ, ერუდიციამ და განათლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები მაშინ, როდესაც ეს იყო ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ“,- განაცხადა ჯონი ჯანაშიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ