გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: იმ ძალას [თალიბანს], რომელმაც ავღანეთში ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლე შეიწირა, აშშ უტოვებს შეიარაღებას, ხოლო საქართველოს, რომელმაც სამშვიდობო მისიებში მსხვერპლი გაიღო, სჯიან 30 მილიონი ევროთი

9-07-2024

„რატომ მიდიან მეგობრობის, პარტნიორობის, ჩვენი ისტორიული მეხსიერების საწინააღმდეგოდ? იმის გამო, რომ ეს ცვილის ფიგურები, საკუთარი გამოზრდილი აგენტები გააცოცხლონ და მოიყვანონ ხელისუფლებაში,“ - ასე ხსნის „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დასაჯონ საქართველო ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ მადლიერები ქვეყნის, რომელმაც თუნდაც ავღანეთში დიდი კონტრიბუცია გაიღო სამშვიდობო კონტინგენტის სახით.


დავით ქართველიშვილი ქართული მხარის მიერ გლობალური ომის პარტიის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებაზე ამერიკის პასუხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბრალდება შტატებმა საკუთარ თავზე იმიტომ მიიღო, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მთლიანად იმართება გლობალური ომის პარტიის მიერ.


მანვე აღნიშნა, რომ ამ გავლენიდან გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებთან (პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის სახით) ერთად ბრიტანეთსა და ევროკავშირსაც სურს. თუმცა, ეს პროცესი, როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვილი არ იქნება.

„დღევანდელი ბრიუსელისა და ვაშინგტონის ოფისები მთლიანად იმართებიან გლობალური ომის პარტიის მიერ და ამას ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია. ტრამპის მხარდამჭერებს სურთ ამ ზეგავლენიდან მაქსიმალურად გამოვიდნენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ „Deep state“-ის ზეგავლენიდან ამერიკის, ბრიტანეთის, ევროკავშირის გამოყვანა ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ დეკლარაციის დონეზე არ თქვან, რომ ამის გაკეთება სურთ, არ გამოვა. მინდა გავამძაფრო თემა, მსმენელმაც რომ გაიგოს რა საფრთხესთან გვაქვს საქმე - იმ ძალას [თალიბანს], რომელმაც ავღანეთში ჩვენი გმირების სიცოცხლე შეიწირა (ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული გვყავს) ამერიკის შეერთებული შტატები უტოვებს იმ იარაღსა და შეიარაღებას, რომლითაც ეს ბიჭები დაიხოცნენ და საქართველოს, რომელმაც ეს სისხლიანი მსხვერპლის კონტრიბუცია გაიღო, სჯიან 30 მილიონი ევროთი. ამას რა დავარქვა, არ ვიცი.


საქართველო ამას გადაიტანს, მაგრამ ქართველი ერი ბრძენია, ის მსგავს დეტალებზე აგებს თავის დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, ევროკავშირთანაც და დასკვნებს ადრე, თუ გვიან გამოიტანს. რატომ მიდიან მეგობრობის, პარტნიორობის, ჩვენი ისტორიული მეხსიერების საწინააღმდეგოდ? იმის გამო, რომ ეს ცვილის ფიგურები, საკუთარი გამოზრდილი აგენტები გააცოცხლონ და მოიყვანონ ხელისუფლებაში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.