გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს პოლონეთის ქალაქ კრაკოვმა უმასპინძლა

10-07-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის (Dwór w Tomaszowicach) ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა.


ფესტივალში 20-მდე ქართული ღვინის კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლებლები მონაწილეობდნენ.


ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში 1000-მდე სტუმარი დაესწრო. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.


ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.


„ეს არის ქართული ღვინის პოპულარიზაციის საუკეთესო გზა, რადგან პოლონელ მომხმარებლებს, ასევე ტურისტებს, აქვთ ქართული ღვინის დაგემოვნების კარგი შესაძლებლობა; ეს არის საუკეთესო ადგილი ღვინის დეგუსტაციისათვის, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის უნიკალური ჯიშები, როგორიცაა ქისი, რქაწითელი, საფერავი და ა.შ., ისევე როგორც წარმოდგენილია ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდი“, - აღნიშნა პოლონეთში ერთ-ერთი პრესტიჟული, ღვინის თემატიკის გამომცემლობის ,,ვინისფერა“ მთავარმა რედაქტორმა მარიუშ კაპჩინსკიმ, რომელიც უკვე წლებია თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით.


„პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად იმართება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ლიტრი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა” – აცხადებენ ღვინის ეროვნული სააგენტოში.