გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით

11-07-2024

ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე.


მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის შემხვედრი ნაბიჯებისთვის ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით.


„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის,"- განაცხადა პრემიერმა.