გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

11-07-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.


იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში  2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა+10%-ია.


2024 წლის მეორე კვარტალში  საქართველოში   1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.

 აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

 

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.