გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

11-07-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის რიგით 94-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


წლიურ შეხვედრაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) წევრი ცენტრალური ბანკებისა და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი აქცენტი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.


ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.


წლიური შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური ბანკების ლიდერები საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ინოვაციური ჰაბს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ფინანსურ სერვისებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგად გამოწვეული რისკების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს.


უმაღლესი დონის ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.


ნათია თურნავას განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.


საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.