კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ

21-10-2018

საქართველოს პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერებისერთ-ერთი სავარაუდო ფრაგმენტის თანახმად, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ მას „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და ახლა პატიმარ კაცს ძირავს.


სუბელიანის ბრალდებების პასუხად ლაშა ნაცვლიშვილი imedinews-სთან ამბობს, რომ ციხე მძიმე განსაცდელია, მითუმეტეს, ძალოვანისთვის და ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას... „მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უნრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელს შანტაჟით მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.


ამ აუდიოჩანაწერებში მირზა სუბელიანი სავარაუდოდ „ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ დავით ცუხიშვილთან ლაპარაკობს.


მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.


9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.