გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თსუ პროფესიული სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის ვორკშოპი ჩატარდა

11-07-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის ვორკშოპი ჩატარდა „როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები/HR.GE როგორც ხელშემწყობი პლატფორმა“. ვორკშოპს დასაქმების სააგენტოს HR.GEრეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ანი ლობჟანიძე უძღვებოდნენ.

 

როგორც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ განაცხადა, სტუდენტების პროფესიული და კარიერული განვითარება ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „პროფესიული პროგრამები თავისთავად გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმგვარად, რომ კურსდამთავრებული უკვე მზად იყოს შრომის ბაზრისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე ვზრუნავთ, რომ სტუდენტებს მივცეთ დამატებითი ცოდნა, უნარები კარიერის სწორად  დასაგეგმად და წარმატებული დასაქმებისთვის“,-აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ვორკშოპი, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა, რეზიუმეების სწორად მომზადებას, დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის მზაობას, განათლების და პროფესიული გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობას და კარიერულ განვითარებას ითვალისწინებს.

 

ღონისძიება თსუ-სა და დასაქმების სააგენტოს HR.GE შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. უახლოეს მომავალში სტუდენტებს ექნებათ საშუალება უნივერსიტეტის ვებგვერდის დახმარებით საკუთარი რეზიუმე ატვირთონ პორტალზე, რომელზეც 30 ათასამდე დამსაქმებელს ექნება წვდომა.

 

დღეისთვის თსუ პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს.