გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავში მამაკაცმა ქალი გაუპატიურება სცადა – ქალმა მოძალადეს თითზე უკბინა

21-10-2018

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, საღამოს საათებში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ახალგაზრდა ქალს, მამაკაცი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.


დაზარალებულის დედამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას თქვა, რომ 35 წლამდე მამაკაცი, მის შვილს გზიდან აედევნა და სადარბაზოში შეჰყვა, რა დროსაც პირზე ხელი ააფარა, არ შემომხედოო უთხრა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.


მისივე თქმით, დაზარალებულმა მამაკაცს უთხრა, რომ მისცემდა ყველა იმ ნივთებს, რომელიც მას თან ჰქონდა, მაგრამ თავდასხმის მოტივი ეს არ ყოფილა.

ახალგაზრდა ქალი ყვიროდა და შველას ითხოვდა. ცდილობდა მამაკაცს გასაუბრებოიდა და გადაერწმუნებინა განზრახის სისრულეში მოყვანაში, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს კი იმის გამო, რომ თავდამსხმელისგან თავი დაეღწია, მას თითზე უკბინა.


გზაზე მიმავალმა გოგონამ სადარბაზოდან ხმაური გაიგო, მიხვდა რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და 112-ში დარეკა.


მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცმა მიმალვა მოახერხა, თუმცა ის მეზობელ ეზოში პოლიციამ მალევე დააკავა.


შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე მუხლით, რაც ნიშნავს ძალადობას და ასევე 150-ე მუხლით, რაც ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა გულისხმობს.




inforustavi.ge