11-07-2024
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ახალი ტელევიზიის შექმნის საჭიროება ნაცმოძრაობას დღის წესრიგში დაუდგა, რადგან აქამდე ცნობილი მათი ტელევიზიები – პოლიტიკურად გაიცვითა.
ანალიტიკოსის განმარტებით, პოლიტიკაში თუ ბიზნესში საეჭვო რეპუტაციის მქონე პირის ტელევიზიამ მაუწყებლობა პოლიტიკური ექსკლუზივებით დაიწყო, საბოლოოდ კი სწორედ მათი ეთერიდან დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, სადაც ტელევიზიის მფლობელ შოთა შალელაშვილთან ერთად ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილი მოიაზრებიან.
თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ტელევიზიის დაარსების მიზანი გახარია – ხაზარაძისთვის პლატფორმის შექმნა იყო. ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური სქემა, რომლითაც ოპოზიცია მოქმედებს უცხო ქვეყნების წარმომადგენლების დავალებაა, რომლებსაც ქართველი ხალხის განწყობა არ აინტერესებთ.
„ნაციონალური მოძრაობა” „ქართულ ოცნებასთან” დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რევანშისტული დღის წესრიგითა და პარტიკულარული ინტერესებით, რომელიც ქართველ ხალხთან ბრძოლის სხვა მეთოდებთან ერთად, წარმატებით იყენებს ტელეკრატიას, წამლავს რა საზოგადოებას სიცრუეზე აგებული ინფორმაციით.
ეს უკანასკნელი, საზოგადოების აზრის მარტივი ფორმირებისათვის მიგნებული მეთოდი აღმოჩნდა და ეს რესურსი სრულად აითვისა ტვ პირველმა და მთავარმა ყველაზე არაობიექტურობის “ობიექტურობით”, საზოგადოებამ დღეს იცის ამ ტელეარხების “ქართული ოცნების” გუნდისადმი რადიკალური განწყობა და ამ არხის მსმენელები გამოირჩევიან მათი ტენდენციური პოლიტიკური დამოკიდებულებისადმი ბრმა მინდობით. ამ ფონზე “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს პოლიტიკურად გაცვეთილი მედია, სწორედ ამიტომ, დადგა საჭიროება შეექმნათ და ბრძოლის ველზე გამოეძახათ ახალი მოთამაშე და
სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის” დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა.
„ტელევიზიამ” გახსნიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური “ექსკლუზივებით” დაიწყო მაყურებლის კონკრეტული ნარატივით ინფორმაციული “გადამზადება”, რამაც ფაქტობრივად დაადასტურა ამ დროებითი არხის შექმნის და ამუშავების ჩემ მიერ ზემოთ უკვე ნახსენები მიზანი.
რამდენიმე დღის წინ კი საზოგადოებას „ექსკლუზიურად” ეცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით იქმნება პოლიტიკური პარტია შოთა შალელაშვილის, ეკა ბესელიას და თამარ ჩუგოშვილის იდეური ერთიანობით.
ამ ურეიტინგო ხალხის იდეური ერთობა არაფრის მომცემია, თან იმდენად არაფრის, რომ მათი ერთობა პოლიტიკურად გაამყარეს პრეზიდენტის სტატუსს თავშეფარებული სალომე ზურაბიშვილის ანტიეროვნული იმიჯით.
ლეგიტიმურია კითხვა – რა მიზანი აქვთ ამ სქემით მოქმედ “მეგობრებს”, რატომ იდება ამხელა რესურსი ამ არაფრისმომცემი გაერთიანების დასალაგებლად?
და აი, მთავარი სათქმელიც აქ არის – მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ” საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი იქნებიან ცვილის ფიგურები ამ თამაშში.
მათი ეს პოლიტიკური მოქმედების სქემა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ აგენტურას რომელიც ქართულ სახელმწიფოში კონკრეტული ქვეყნების დავალებით მოქმედებენ, წარმოდგენა არ აქვთ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის განწყობებზე.
მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული “სიცარიელის” პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე.
ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას.
პოლიტიკური არა, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი საშემოდგომოს სახით მიიღებს – იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოში ამომრჩეველი ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ არჩევანს, პოლიტიკური პრაგმატიზმით და არა – “გმირის ძიებით” აკეთებს”- წერს თამთა მეგრელიშვილი.